ანა ნიკოიანი-ჩერვიკი ტურნირზე ლარა ოპეკასთან (სლოვენია) წყვილში გამოვიდა. საკვალიფიკაციო ეტაპი მათ წარმატებით დაძლიეს და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს სერბეთის წარმომადგენლები. 1/8-ფინალურ ეტაპზე კი მათ შეხვედრა ჩაატარეს პოლონურ წყვილთან და დამარცხდნენ დაძაბულ ბრძოლაში.
პირად პირველობაში (Women's Singles) ანა საკვალიფიკაციო ბადეში იბრძოდა და დამარცხდა პოლონელ სპორტსმენთან.
წარმატებებს ვუსურვებთ ანას მომავალ საერთაშორისო ტურნირებსა და ასპარეზობებში! 🇬🇪💪