Газета "Ахпюр"

ისტორიული მიღწევა: ქართველმა სპორტსმენებმა პირველად იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე

2026-10-28 10:00 Спорт
საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ისტორიაში პირველად, ჩვენმა სპორტსმენებმა - ლაშა ლომიამ და ანა ნიკოიანმა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე იასპარეზეს!

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული მაგიდის ჩოგბურთის განვითარებისთვის და ჩვენი სპორტსმენებისთვის ახალი შესაძლებლობების გზაზე. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობამ მათ საშუალება მისცა, გამოეცადათ საკუთარი ძალები უმაღლესი დონის საერთაშორისო ასპარეზზე, მიეღოთ მნიშვნელოვანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გააგრძელონ განვითარება.

ვულოცავთ ლაშასა და ანას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საერთაშორისო შეჯიბრებებზე! 💪🏓

ჩვენ ერთად ვწერთ ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიას!