რა მოხდა 25 წლის წინ სომხეთის პარლამენტში და როგორ შეცვალა ამან სომხეთის ბედი სამომავლოდ.
1999 წლის 27 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულ ასამბლეაზე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მოხდა მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს მთავრობის წევრების თანდასწრებით.
ტერორისტული დაჯგუფების მოქმედებების შედეგად დაიღუპა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჩიანი, პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარგსიანი და კიდევ 6 სახელმწიფო მოხელე და პარლამენტის დეპუტატი, დაშავდა 8 ადამიანი, 91 კი მძევლად იქნა აყვანილი. მათ შორის პარლამენტის ვიცე სპიკერი იური ბაშხინიანი, ვიცე-სპიკერი რუბენ მიროიანი,სომხეტში ოპერატიული საკითხების მინისტრი ლეონარდ პეტროსიანი, ასამბლეის წევრი არმენაკ არმენაკიანი, ასამბლეის წევრი ჰენრიკ აბრაჰამიანი, ასამბლეის წევრი ჰენრიკ ქოთანჯიანი.
ტერორისტების განაჩენი 2003 წლის 2 დეკემბერს ბოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. ნორკ-მარაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სამველ უზუნიანმა დანაშაულის ჩამდენი 7 ტერორისტის წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც 6 პირს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, ერთს კი 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
უპრეცედენტო დანაშაულის შემდეგ, ტერორისტებმა მინისტრები და დეპუტატები ცოცხალ - მკვდარ და სისხლიან მდგომარეობაში დააწვინეს პარლამენტის იატაკზე. ისტორიული კადრები შემზარავია. ჰუნანიანი, რომელიც ორგანიზებული ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი გახლდათ, ამ დროს ადის ეროვნული ასამბლეის ტრიბუნაზე და ლანძღავა გინებით აგრძელებს უმისამართო სროლას.
27 ოქტომბერს რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქვეყნის მეორე და მესამე პირები, ეროვნული ასამბლეის სპიკერი კარენ დემირჩიანი და პრემიერ მინისტრი ვაზგენ სარქისიანი, რომლის ბლოკმა „ერთობამ“ იმ დროინდელ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს განუსაზღვრელი უფლებამოსილებები მიანიჭა. სომხეთის მეორე პრეზიდენტი (1998-2008) ხელისუფლებაში 1998 წლის პირველ კვირებში უსისხლო სამხედრო გადატრიალების და სადავო არჩევნების შემდეგ მოვიდა. საზოგადოების აღქმაში, არჩევნებში კარენ დემირჩიანმა გაიმარჯვა. რობერტ ქოჩარიანმა მაშინდელი ეს მოვლენა შეაფასა, ტერორისტული აქტის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად.
მესამე პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, რომელიც მაშინ უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას იკავებდა დროებით გადადგა თანამდებობიდან, თუმცა მალევე დაბრუნდა ქოჩარიანის გუნდში მაღალი თანამდებობის პოზიციაზე.
სამომავლოდ უკვე ცნობილი პირველი მარტის მოვლენების შედეგად და შემდგომ გაყალბებული არჩევნების წყალობით 2018 წელს სერჟ სარგისიანი ცდილობდა ძალაუფლების შენაჩუნებას პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე.
რამდენიმე წუთში 1999 წლის 27 ოქტომბერს მოკლული იქნა სომხეთის ყველა ხარიზმატული ლიდერი, რომელიც რეალურად ფლობდა ძალაუფლებას და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ძალას ჩაუვარდა ხელში.
გამოძიებისთვის დღემდე უცნობია, ტერორისტული ჯგუფი დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ არა, სად და როგორ დაიგეგმა, ვინ იყვნენ დამკვეთები და რა ვითარებში გარდაიცვალნენ საქმის ამსრულებლები და მოწმეები. ასევე უცნობია, თუ როგორ შეაღწია კბილებამდე შეიარაღებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ სომხეთის პარლამენტში.