აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ლორის ოლქის გუბერნატორის მოადგილესთან, არსენ ღარიბიანთან და ქალაქ ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ ვანაძორის მერთან, არკადი ფელეშიანთან.
🔹შეხვედრებზე აღინიშნა, რომ აჭარისა და ლორის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განიხილება სხვადასხვა ფორმატის გაცვლითი პროექტების განხორციელება, მათ შორის, ფესტივალების, სახელოვნებო ბანაკების, გამოფენებისა და კონცერტების. ხაზი გაესვა ძლიერი რეგიონების როლს, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების განვითარებისათვის.
ყურადღება გამახვილდა აჭარაში მცხოვრები დიასპორის კულტურულ პროცესებში ჩართვის ხელშეწყობაზე. მხარეებმა თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
🔹შეხვედრების შემდეგ, აჭარის კულტურის სამინისტროს დელეგაცია ვანაძორის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ეწვია. დელეგაციის წევრები გაეცნენ სამუზეუმო სივრცეებში განთავსებულ ექსპოზიციებს და დაცულ ექსპონატებს.
🔹შეხვედრებში მონაწილეობდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები, ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე, ელჩის მრჩეველი, გიორგი ფიფია, ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ნარინე მათოსიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები