გიგზავნით თქვენ და სომხეთის ხალხს ჩემს საუკეთესო სურვილებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ამ საამაყო დღესასწაულს, ჩვენ ასევე ვგლოვობთ ეთნიკური სომხების დაღუპვას მთიან ყარაბაღში. მე ვთხოვე [USAID-ის ხელმძღვანელს] სამანტა პაუერს, ჩემი კაბინეტის ერთ-ერთ საკვანძო წევრს, პირადად გადმოგცეთ შეერთებული შტატებისა და ჩემი ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერა სომხეთის მისწრაფებებში მიაღწიოს ღირსეულ და გრძელვადიან რეგიონულ მშვიდობას, რომელიც დაიცავს თქვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას.
სომხეთმა აჩვენა თავისი ერთგულება ამ მიზნებისადმი აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობით, ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებით და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით. გარწმუნებთ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას შიდა დემოკრატიის განმტკიცებაში და მის საზოგადოებაში სტაბილურობის ძიებაში.
შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს თქვენს მთავრობასთან ბოლოდროინდელი ძალადობის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, საკითხებზე, რომლებსაც ქალბატონი პაუერი დეტალურად განიხილავს თქვენთან ერთად. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, მდგრადობისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ჩვენმა ბოლო სამხედრო წვრთნებმა აჩვენა.
სომხეთის მდიდარმა ისტორიამ შთააგონა ქვეყნები და ხალხი მთელს მსოფლიოში, იბრძოლონ თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. და ამერიკული სომხური თემი აგრძელებს სიძლიერის წყაროდ ყოფნას ჩემს ქვეყანაში. შემდეგი ერთი წლის გგანმავლობაში ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს შორის.”