Газета "Ахпюр"

ერევანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

Политика Культура
2026 წლის 22 მაისს, საქართველოს საელჩოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მნაცაკან საფარიანი, რესპუბლიკის ხელისუფლების სხვადასხვა უწყების, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ქართული საქველმოქმედო სათვისტომო „ივერიას“ წევრები, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები.

​სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - მნაცაკან საფარიანმა.

საზეიმო ღონისძიებაზე ქართულმა ანსამბლმა „ჩვენი კვარტეტი“ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნები შეასრულა