🇬🇪🇦🇲 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი, ერევნის ჩაიკოვსკის სახელობის პროფესიულ მუსიკალურ სკოლაში მასტერკლასებით დაიწყო. 🔹ელისო ბოლქვაძემ, მუსიკალური სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მოუსმინა და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარა. მასტერკლასის შემდეგ შეხვედრა გაიმართა სკოლის დირექტორთან მარტუნი კოსტანდიანთან. მხარეებმა ისაუბრეს ბათუმისა და ერევნის მუსიკალურ სკოლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. 🔹ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ასევე კულტურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ლორის ოლქის გუბერნატორთან და ბათუმთან დამეგობრებული ქალაქ ვანაძორის მერთან. 🔹ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ ,,ბათუმის” მონაწილეობით გაიმართება კონცერტები ,,მუსიკალური ბათუმი” ერევანსა და ვანაძორში, რომლებიც მიეძღვნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია lI-ის ხსოვნას. 🔹ვიზიტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით, ასევე, სომხეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.