Газета "Ахпюр"

ელისო ბოლქვაძის ვიზიტი სომხეთში მასტერკლასებით დაიწყო

Политика Религия Искусство, ТВ, Кино и Театр
🇬🇪🇦🇲 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი, ერევნის ჩაიკოვსკის სახელობის პროფესიულ მუსიკალურ სკოლაში მასტერკლასებით დაიწყო.
🔹ელისო ბოლქვაძემ, მუსიკალური სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მოუსმინა და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარა. მასტერკლასის შემდეგ შეხვედრა გაიმართა სკოლის დირექტორთან მარტუნი კოსტანდიანთან. მხარეებმა ისაუბრეს ბათუმისა და ერევნის მუსიკალურ სკოლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
🔹ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ასევე კულტურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ლორის ოლქის გუბერნატორთან და ბათუმთან დამეგობრებული ქალაქ ვანაძორის მერთან.
🔹ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ ,,ბათუმის” მონაწილეობით გაიმართება კონცერტები ,,მუსიკალური ბათუმი” ერევანსა და ვანაძორში, რომლებიც მიეძღვნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია lI-ის ხსოვნას.
🔹ვიზიტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით, ასევე, სომხეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
Made on
Tilda