Газета "Ахпюр"

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქმეზე Davit Tchitchinadze და გიორგი ტუმასიანი პირველი არხის, TV Imedi-ს და POSTV - ახალი ამბები წინააღმდეგ დაადგინა

2023-08-12 17:03 Политика
.მნიშვნელოვანი გამარჯვება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქმეზე Davit Tchitchinadze და გიორგი ტუმასიანი პირველი არხის, TV Imedi-ს და POSTV - ახალი ამბები წინააღმდეგ დაადგინა რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იმედმა და POSTV-მ დაარღვიეს ქარტიის 1-ელი

პრინციპი, ხოლო იმედის და POSTV-ს შემთხვევაში საბჭომ ლაშა არსენიძის არმენოფობიური განცხადების ამ ფორმით გაშუქება მიიჩნია დისკრიმინაციად და დაადგინა ქარტიის მე-7
პრინციპის დარღვევა.

სადავო მასალებში არ ჩანს, რომ ჟურნალისტი ემიჯნება პირის გაკეთებულ განცხადებას [მას მხოლოდ შეურაცხმყოფელს უწოდებს]; არ განმარტავს აუდიტორიისთვის, რომ მასალა არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული.

ჟურნალისტებს ლაშა არსენიძე მოხსენიებული ჰყავთ, როგორც „დავით ჭიჭინაძის პარტიის, „ტრიბუნას” ერთ-ერთმა ლიდერი"; „პარტია ტრიბუნას წევრი"; რაც, განმცხადებლის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ დაკავშირებოდნენ დავით ჭიჭინაძეს და მასთან დაეზუსტებინათ ინფორმაცია, მოეპოვებინათ მისი კომენტარი