დღეს ჰოვანეს თუმანიანის სახელობის სახლ მუზეუმში გაიმართა სტუდია @HobbyHouse -ის მოსწავლეების ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა გაყიდვა. აღნიშნული სტუდია უნიკალურია იმით, რომ მისი დამფუძნებელი ქალბატონი მარინე წიქარიშვილი ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებს საკუთარ სტუდიაში ასწავლის ხელსაქმეს.