Газета "Ахпюр"

ბათუმში სომხეთის გენერალურმა საკონსულომ ვანაძორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს უმასპინძლა

Культура Наука и образование
2026 წლის 4 ივნისს, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა ვანაძორის ჰ.თუმანიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებსა და სტუდენტებს. ისინი ბათუმში ჩამოვიდნენ ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრის დროს, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა, ნარინე მათოსიანმა, გენერალური საკონსულოს საქმიანობა, ასევე სომხურ-ქართული საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის განვითარების მიმართულებები წარმოადგინა. ლექტორებმა და სტუდენტებმა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის პერსპექტივები წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა გენერალურ კონსულს კითხვები დაუსვეს.