Газета "Ахпюр"

ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

2026-03-30 14:38 Культура Искусство, ТВ, Кино и Театр Политика
ჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაცვლითი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობებზე.
🔹ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე, ბათუმისა და მასთან დამეგობრებულ ქალაქ ვანაძორის თეატრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
🔹ელისო ბოლქვაძემ ასევე ისაუბრა, სახელოვნებო ბანაკის შექმნისა და მასში ქართველი და სომეხი ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობებზე.
🔹ჟანა ანდრეასიანმა მადლობა გადაუხადა ელისო ბოლქვაძეს ერევანსა და ვანაძორში გალაკონცერტების ორგანიზებისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამამ „მუსიკალური ბათუმი“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია და დადებითი შეფასება მოჰყვა.
🔹ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე და ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ნარინე მათოსიანი.