Газета "Ахпюр"

ბათუმში სეირან ბაროიანის ფოტოგამოფენა „ბათუმის ხატება“ გაიხსნა

Культура
14 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ბათუმელ ფოტოგრაფ სეირან ბაროიანის პერსონალური ფოტოგამოფენა „ბათუმის ხატება“ გაიხსნა, რომელიც ფოტოხელოვანის მეუღლე ირინა ბაროიან-იანდიანის ხსოვნას მიეძღვნა.

სეირან ბაროიანისთვის ფოტოგრაფია, ისევე, როგორც ბევრისთვის, წამის შეჩერების მცდელობა და ისტორიის უხმო თხრობაა. მისი გზა ერთი უბრალო, საბჭოთა ფოტოაპარატითა და ბავშვური ცნობისმოყვარეობით იწყება, თუმცა მალევე იქცევა ცხოვრების მთავარ საქმედ, რომელიც ათწლეულებს, ეპოქებსა და ადამიანურ ტრაგედიებს მოიცავს. მის ობიექტივში მოქცეული ბათუმი ერთდროულად სამი განსხვავებული დროის მატარებელია: წარსულის მკაცრი რეალობის, გარდამავალი პერიოდის ტკივილის და თანამედროვე ქალაქის წინააღმდეგობრივი სახის. მისი ფოტოსურათები ემოციური დოკუმენტებია, სადაც თითოეული კადრი ერთ წამში მოქცეულ ისტორიას ინახავს.
Made on
Tilda